1 და 2 ივნისს მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, მიმდინარეობს ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების რეაბილიტაცია 10 ივნისს დასრულდება.
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა