საბავშვო ბაგა–ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან იწყება

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით ზამთრის არდადეგები გამოცხადდა. თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დადგენილებით, სასწავლო პროცესი 12 იანვრიდან განახლდება.

17 დეკემბერი 2014