თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

 

14 დეკემბერი 2018