თბილისი ლიტვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თბილისის ტელეანძა, ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. წელს, ლიტვა დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.  

1918 წლის 16 თებერვალს, ლიტვა, რუსეთიდან გამოყოფის შემდეგ, დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. 1940 წელს ლიტვაში საბჭოთა ჯარი შევიდა და მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩა. 1991 წელს, ლიტველი ხალხის რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად, საბჭოთა კავშირმა ქვეყნის დამოუკიდებლობა სცნო.

თბილისის მერია ულოცავს ლიტვას და ლიტველ ხალხს.

16 თებერვალი 2018