თბილისის მერია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვას  აცხადებს.

ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს.

წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იქნება შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვის მიზანია, მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის  უზრუნველსაყოფად.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ  იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომელიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია გამოავლენს.

 

იხილეთ დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენაზე:

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი

ქ. თბილისის მოსახლეობის რაოდენობა

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემადგენლობა

ინფორმაცია პოლიგონის შესახებ

საყოფაცხოვრებო ნარჩენის წონები

 

გთხოვთ, დოკუმენტაციის გადმოსაწერად დააჭიროთ ბმულს (GEO)

06 მაისი 2015