თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, 15 ივნისიდან ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება.

პროგრამა „TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან“ ერთად ხორციელდება და თბილისში რეგისტრირებული 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტულ-გასართობი აქტივობების შეთავაზებას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კარტინგები, ჯომარდობა და ლაშქრობები თბილისის გარშემო. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ისარგებლონ მუნიციპალური საცურაო აუზით და ჩოგბურთის კორტებით. მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

2023 წლისსაზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

1. კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) – „ლისი ლემანსში“ მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1 200 ახალგაზრდისთვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში (უზრუნველყოფილია კვებაც).

კარტინგის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/UtsGaqJ74KKnDXtS8.

2. მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანი) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. საცურაო აუზის აბონემენტით პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ რვა ვიზიტით 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში.

საცურაო აუზის სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/N27X6iF5SKkqdfBf7.

3. ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) - ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00-20:00 საათამდე შუალედში გამოყენებისთვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - ერთი საათი.  

ჩოგბურთის კორტების სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/nS9BGRA6N6dh5UBn9.

4. ჯომარდობა (ფასანაური) - პროექტი განხორციელდება 29-30 ივნისსა და 1-2 ივლისს ფასანაურში, მდინარე არაგვის ტერიტორიაზე. მასში 400 ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებსაც გამოცდილი ინსტრუქტორები საჯომარდო დაშვებამდე ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. ტურის ფარგლებში, ჯომარდობასთან ერთად, ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში: ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ა.შ. უზრუნველყოფილია კვებაც.

საჯომარდო ტურზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/BbxiLJrNKu37rnNs5.

5. ლაშქრობებითბილისის გარშემო - წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით. პროგრამა განხორციელდება 24 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში. თითოეულ ლაშქრობაში ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. ჯამში, პროგრამით 600 ახალგაზრდა ისარგებლებს. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება და ექსკურსიამძღოლის მომსახურება.

ლაშქრობებზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/8EG7GG6yB24yogvi8.

სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, რეგისტრირებულ ახალგაზრდებს ორგანიზაცია სერვისის მიღების დროისა და თარიღის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობას მიიღებს 5 000-მდე ახალგაზრდა.

პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაცია გაგრძელდება 3 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 292 331 (თამარ ღუღუნიშვილი) ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: tbilisisyc@gmail.com.

14 ივნისი 2023