მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და 2 მარტიდან აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.

პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა.

მიმდინარე წელს 1 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება, ხოლო 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.

პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო კოლეჯები:

  1. სსიპ კოლეჯი „მერმისი“;
  2. ა(ა)იპ კოლეჯი „იკაროსი“;
  3. სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“;
  4. სსიპ კოლეჯი „სპექტრი“;
  5. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  6. „სქილვილი“;

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2023 წლის 2-16 მარტი. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 მარტიდან.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge.

02 მარტი 2023