თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

ადგილზე ოპერატიულად იმუშავა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
23 თებერვალი 2023