Tbilisi 2015-ის გახსნის ცერემონიის ნახვა მსურველებს ვაკის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზეც შეეძლებათ

26 ივლისს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი ოფიციალურად გაიხსნება. 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში  დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ  გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ. 

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.

26 ივლისი 2015