ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2018-2024 წლებში განხორციელებული პროექტები 

 

 

ტურიზმი 

  • თბილისის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების წარდგენა: 17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, 7 კონფერენცია, 4 სამუშაო შეხვედრა, 2 სამიტი (ლონდონი, ბერლინი, დუბაი, მადრიდი, ბარსელონა, ჰელსინკი, პარიზი, თელავივი, მილანი, ლუგანო, ჰელსინკი, მალმო, ჟენევა, კატოვიცე, ზაარბრიუკენი, ბრიუსელი, უტრეხტი, ლვოვი, ნურ-სულთანი, სამარყანდი).
  • ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ექვს საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება: მსოფლიო ქალაქების ტურიზმის ფედერაცია/WTCF, ევროპის ქალაქების მარკეტინგის ასოციაცია/ECM, გასტრონომიული ასოციაცია - Delice Network, სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანება/Nordic Tourism Collective; ETOA-European Tours Operators Association/ევროპული ტურ ოპერატორების ასოციაცია, ევროპის საუკეთესო მიმართულებების ასოციაცია/EBD.
  • თბილისის შესახებ ციფრული და ბეჭდური სტატიები განთავსდა საერთაშორისო გამომცემლობებში: Wanderlust Publications; National Geographics; FAIR, Forbs, Insider, Conde Nast, Lonely Planet, Vagabond.
  • საერთაშორისო ტურისტული კომპანიების ინფო ტურის ფარგლებში, თბილისს 45- მდე საერთაშორისო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ინფო ტურის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები 70-მდე ადგილობრივ, თბილისში რეგისტრირებულ კომპანიასთან.

 

საერთაშორისო ტურისტული რეიტინგები

  • თბილისი, საერთაშორისო გამომცემლობის Wanderlust-ის 2023 წლის რეიტინგის მიხედვით ევროპის ყველაზე სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის მე-8 ადგილზე დასახელდა.
  • თბილისი ერთ-ერთ სასურველ საახალწლო მიმართულებად დასახელდა ფორბსის 2023 წლის რეიტინგში და ევროპის მასშტაბით მე-5 ადგილი დაიკავა.
  • საერთაშორისო გამომცემლობა cntraveler-ის 2023 წლის რეიტინგში, თბილისი მსოფლიო მასშტაბით 32 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა საშობაო/საახალწლო სეზონის გასატარებლად.
  • EBD 2021 რეიტინგის მიხედვით, თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისათვის ევროპის 15 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა.
  • ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველწლიური კონკურსის „2021 წლის ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობა"/"European Best Christmas Market 2021“ რეიტინგში თბილისი საუკეთესო ათეულში დასახელდა.
  • 2020 წელს კონკურსში ევროპის საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხე” თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა.
  • თბილისი ევროპის უსაფრთხო მიმართულებად დასახელდა COVID 19-ის თვალსაზრისით „2020 წლის უსაფრთხო მიმართულებები“-ს რეიტინგით, 2021 წლის იგივე რეიტინგში თბილისი მესამე ადგილს იკავებს.
  • ქ. ლუგანოში შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა, 2023 წელს, სპეციალური ჯილდო - “Destination to be Discovered” – „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“ მიიღო. მოცემული ღონისძიება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომლის მიზანიც ტურისტულად მიმზიდველი, ახალი და საინტერესო მიმართულებების გამოვლენაა.
  • ევროპის 2021 წლის საუკეთესო საშობაო მიმართულებების კონკურსში თბილისი გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა და კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა: ბაზელი, ბუდაპეშტი, ტალინი, ბრიუსელი, დრეზდენი, ედინბურგი, მადეირა, ვენა, პრაღა, ვილნიუსი და ა.შ.
  • European Best Destination-ის მიერ 2020 წელს ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა.

 

განხორციელებული ღონისძიებები/აქტივობები: 

  • კერძო სექტორის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, განხორციელდა 130-მდე სემინარი/ტრენინგი. გადამზადდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის 2 000-ზე მეტი წარმომადგენელი.
  • გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა გზამკვლევის „თბილისის გიდის“ პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი. მიზნობრივ აუდიტორიას გაეცნო და საჩუქრად გადაეცა გზამკვლევი „თბილისი გიდი“.
  • გასტრონომიული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, განხორციელდა თბილისის გასტრონომიული კვირეული“, რომელიც მოიცავდა სემინარებს, ღვინისა და კერძების დეგუსტაციებს. ღონისძიებაში მონაწილეობდა 20-მდე კვების ობიექტი და დაესწრო 500-მდე ადამიანი. აღნიშნული კვირეული ყოველწლიური კულინარიული ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.
  • სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში, დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად მოხდა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციის გადაღება და თბილისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა ფართო ბაზრებზე.
  • თბილისში ფესტივალების ორგანიზების მხარდაჭერის მიზნით, თანაორგანიზებულ იქნა ყავის საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi Coffee Festival”. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 30-მდე წამყვანმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბრენდმა. თბილისი განთავსდა მარკეტინგული და ტურისტული აქტივობების საერთაშორისო კალენდარში, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი დედაქალაქის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების შესახებ, ცნობადობის გაზრდას.
  • თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალები. ღონისძიებას ესწრებოდა 30-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია, ბიზნეს ასოციაცია და ტურიზმის მკვლევარი ორგანიზაციები.
  • დედაქალაქის გარშემო ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში კუს ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა კატეგორიის (მარტივი, საშუალო და რთული) ველო და საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ბილიკებზე განთავსდა ორენოვანი ნიშნულები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
  • თბილისის შესახებ გამოქვეყნდა ონლაინ და ბეჭდური სტატიები. ასევე, თბილისის შესახებ ვიდეორგოლი განთავსდა საერთაშორისო გამომცემლობა Wanderlust-ის youtube არხზე.

WANDERLUST,  WANDERLUST

NATIONAL GEOGRAPHIC, NATIONAL GEOGRAPHIC

FORBES

BALTIC TIMES

  • საპრომოციო ბეჭდური მასალა: დაიბეჭდა სხვადასხვა თემატიკის ტურისტული რუკა, რომლებიც უფასოდ მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა თბილისის ტურისტული ვებ გვერდიwww.findouttbilisi.com
  • გამოიცა საერთაშორისო ტურისტული გზამკვლევები:

- TravelColors - Sleep, Eat, Drink, Shop, Explore Tbilisi - თბილისში პოპულარული ტურისტული ადგილები;

- Guida Tbilisi e Dintorni - გზამკვლევი იტალიურ ენაზე;

- Blue Mountains, Green Kitchen, Amber Wine (Recipes and Stories from Georgia) - წიგნი ქართული სამზარეულოს შესახებ.

  • ჩატარდა სათავგადასავლო ქვესტის ტიპის თამაშიაღმოაჩინე ისტორიული თბილისი“. მონაწილეები ერთმანეთს მინიშნებების გაშიფვრით, ტურისტულ ადგილმდებარეობამდე სწრაფად მისვლაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდამ და 20-მა გიდმა/კოორდინატორმა.
  • ეკოტურისტული ბილიკების და საკემპინგე ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების კვლევა თბილისში და მის შემოგარენში. განხორციელდა 3 ბილიკის შესწავლა (კუს ტბა-უძოს მონასტერი, ლისის ტბა, ვერეს ხეობა).
  • დედაქალაქის გარშემო ეკო ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში ორი ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ბილიკებზე განთავსდა ორენოვანი ნიშნულები, საკემპინგე ინფრასტრუქტურა, საბანაკე და მოსასვენებელი ტერიტორია.

- კუს ტბა - უძოს მონასტერი;

- ბეთანიის აგარაკები - ბეთანიის მონასტერი.

 

  • ჩინეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით მსოფლიო ქალაქების ტურიზმის ფედერაციისექსპერტების ვიზიტის შედეგად შეფასდა თბილისის ტურისტული პოტენციალი და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც, ექსპერტებმა წარმოადგინეს ჩინელი ტურისტების მოზიდვის სტრატეგიები.
  • საერთაშორისო შოუები: Wie is the Mol? და Holland’s Next Top Model გადაღება თბილისში.
  • ფრანგულმა Haptag მედიამ შექმნა თბილისის საპრომოციო ვიდეო „Tbilisi Best Instagram Sports”, რომელიც განთავსდა Europe Vocation და Lonely Planet პლატფორმებზე.
  • 2021 წელს, მედიატურის ფარგლებში, მოწვეულმა ბლოგერმა (Reme Martyr) მოამზადა დრონის კადრებით თბილისის საპრომოციო კლიპი, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა: https://www.youtube.com/watch?v=W14ozwEjcDk
  • 2021 წელს თბილისს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტურისტული მედია გამოცემა Wanderlust-ის მთავარი რედაქტორი ეწვია, რომელმაც თბილისსა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ რამდენიმე სტატიას მოამზადა.
  • თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისათვის შეიქმნა სოციალური გვერდები:

- Facebook: find out Tbilisi

- Instagram: Travel.tbilisi

  • ჩატარდა ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში წარსადგენი ფოტოების შესარჩევი კონკურსი, სადაც შეირჩა 8 ფოტოგრაფის 30 ფოტო.
  • შეიქმნა თბილისის ვირტუალური აპლიკაცია Virtual Tbilisi, რომელიც განთავსებულია Android და Oculus პლატფორმებზე. აპლიკაცია აერთიანებს თბილისის 22 ტურისტულ ლოკაციას ვიდეო და აუდიო გიდით.
  • საერთაშორისო ჟურნალისტების და ინფლუენსერების 100-მდე მედიატური:

- 80-მდე საერთაშორისო ბლოგერი

- ფოდქასტერი

- Youtub-ერი&ვლოგერი

- ინფლუენსერი

- 10-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი

მედიატურის შედეგად, სოციალური ქსელების საშუალებით განთავსდა თბილისის:

- 1 000-მდე ფოტო (მილიონზე მეტი ნახვა)

- 53 სტატია

- 12 ვიდეო (1 000,000-ზე მეტი ნახვა)

- 3 ფოდქასთი (100,000-ზე მეტი მსმენელი)

 

ბიზნესის განვითარება და ინოვაციების ხელშეწყობა

 

  • ადგილობრივი წარმოების წახალისების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში 2018 წლიდან ტარდება გამოფენა-გაყიდვების სერია „თბილისური ბაზარი“. აღნიშნული ღონისძიება, ასევე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალთა ჩართულობის ზრდას ეკონომიკური განვითარების პროცესში.
  • 2019 წლიდან იმართება გასტრონომიული ფესტივალი ”გაუსინჯე თბილისს გემო“/Taste Tbilisi’. ღონისძიების მიზანია, გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია. ასევე, სფეროს წარმომადგენელი დამწყები და უკვე არსებული კვების ობიექტების ხელშეწყობა, ქართული სამზარეულოს განვითარება და ახალი კერძების შექმნა.
  • გაიმართა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“. ღონისძიებამ უმასპინძლა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების 600-მდე წარმომადგენელს. ფორუმის თემატიკა მოიცავდა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომელიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს. აღნიშნული ღონისძიება 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. 2022 წლის ფორუმის თემატიკას წარმოადგენდა „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“, ხოლო 2019 წლის ფორუმი გაიმართა სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“.

 

  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად განხორციელდა 4 000 000 ლარამდე სუბსიდირების პროგრამა:

- დაფინანსდა 380 სარესტორნო ბიზნესი/კვების ობიექტი, გაიცა 1 900 000 ლარის სუბსიდია

- დაფინანსდა 62 ბავშვთა გასართობი ობიექტი, გაიცა 315 00 ლარის სუბსიდია

- დაფინანსდა 557 თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენა, გაიცა 1 646 679 ლარის სუბსიდია

- 63 იურიდიულ პირზე გაიცა 996 079 ლარის სუბსიდია

- 494 ფიზიკურ პირზე გაიცა (კოლექტივი, თანამშრომლები, არტისტები) 650 600 ლარის სუბსიდია

  • ინოვაციური დამწყები ბიზნესების წახალისების მიზნით, ჰაკათონი - „თბილისი შენი ქალაქია“ ჩატარდა.  ღონისძიების ფარგლებში, შემუშავდა თბილისზე მორგებული ურბანული განვითარების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი, მოხდა ინოვაციური დამწყები ბიზნესების წახალისება და თბილისის, როგორც ინოვაციური ქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე კონკურსანტმა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

 

თანაორგანიზებით გამართული ღონისძიებები:

  • აქსესუარების დამზადების სამეწარმეო ერთდღიანი მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა სოციალური ქსელის მართვისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით.
  • სომხეთ-საქართველოს მეწარმე ქალთა ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაციას.
  • თაფლის ფესტივალი და გამოფენა-გაყიდვის ღონისძიება. ფესტივალში მონაწილეობა 40-მდე თაფლისა და ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო.
  • 2023 წლის 28 ივნისს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მასშტაბური, საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისათვის“. ღონისძიება მიზნად ისახავდა სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მიდგომის პოპულარიზაციით. კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდა 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმარი - კორპორაციული და გავლენის ფონდების, გავლენის აქსელერატორების, ბიზნესის, სოციალური საწარმოებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანთროპიითა და სოციალური ინვესტირების საკითხებით დაინტერესებული პირები.
  • კულინარიული ღონისძიება თბილისის გასტრო კვირეული - Tbilisi Gastro Week. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
  • საინვესტიციო ბიზნეს ღონისძიება. დამსწრეები საქართველოს მსხვილი ბიზნესისა და აქსელის წევრი ინვესტორების ბიზნესის წარმატებისა და მარცხის ისტორიებს გაეცნენ. აღნიშნული ღირებული გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის შესწავლას.
  • ციფრული სამიტი "Touch Summit" 2022-2023. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და მენტორინგის სესიები სტარტაპებისთვის. ასევე, სტარტაპებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ გამოფენაში. სამიტებს ესწრებოდნენ უცხოელი მომხსენებლები სხვადასხვა გლობალური ტექნოლოგიური ორგანიზაციიდან.
  • სოციალური მეწარმეობის საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა 2022-2023. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 32-მა სოციალურმა მეწარმემ.
  • ხელნაკეთი იარაღ-საჭურველის გამოფენა-გაყიდვა „KNIFE SHOW თბილისი 2022-2023. ღონისძიების მიზანია, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მეწარმეების, მათი ნამუშევრებისა და მუშაობის მეთოდიკის საზოგადოებისათვის გაცნობა, ქართული პროდუქციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და ტრადიციული იარაღ-საჭურველის დამზადებისა და მოხმარების კულტურის წარმოჩენა. ასევე, სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაცია და თანამშრომლობა ამავე სფეროში მოღვაწე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 
  • მაღაზია/შოურუმი „ესკი“, სადაც წარმოდგენილია ქართველი სოციალური მეწარმეების პროდუქცია. სივრცე ყოველდღიურად მასპინძლობს უნიკალურ მომხმარებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ და დაინტერესებულ ადამიანებს ადგილობრივი სოციალური მეწარმეების პროდუქციას აცნობს.
  • სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული B2B გამოფენა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. გამოფენის ფარგლებში, შედგა:  177 B2B შეხვედრა სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის; ღონისძიებაში ჩაერთო 71 ბიზნეს კომპანია, 35 საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, 14 სახელმწიფო და დიპლომატიური ინსტიტუტი, და 8 საგანმანათლებლო დაწესებულება.
  • საქართველო-ფინეთის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ფინელი და ქართველი დიპლომატები, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ახალი გლობალური პერსპექტივების განხილვას.
  • ბიზნესაქსელერატორი „სპარკი“, რომელიც ევროკავშირის გრანტის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გაიხსნა. ჰაბის საქმიანობა 2018-2022 წლების განმავლობაში:

- 16 საერთაშორისო ღონისძიება;

- 170-მდე შემუშავებული ბიზნეს გეგმა და საგრანტო განაცხადი ბიზნეს ექსპერტების კონსულტაციით;

- სპარკის ბიზნეს ექსპერტების მიერ 800-ზე მეტი გაწეული კონსულტაცია;

- 5 500-ზე მეტი მხარდაჭერილი ბენეფიციარი;

- 150-ზე მეტი ღონისძიება, ვორკშოფი, ტრენინგი, კონფერენცია და სხვ.;

- ბენეფიციარი ბიზნესის მიერ, 2 000 000 ₾-ზე მეტი მოძიებული ინვესტიცია;

- სტარტაპების პრე-აქსელერაციის 2 ნაკადი, ჯამში მონაწილე I ნაკადზე 15 სტარტაპი; II ნაკადზე - 10 სტარტაპი; ჯამში, სერვისებად გაცემული ინვესტიცია გამარჯვებულებისთვის: 90 000 ₾-მდე;

- ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამა - ელ.კომერციის აქსელერატორი - ჯამში, მონაწილე 30 მცირე ბიზნესი; ჯამში, სერვისებად გაცემული ინვესტიცია გამარჯვებულებისთვის: 90 000 ₾-მდე;

- 8 მსხვილი გამოფენა-გაყიდვა ბიზნესის მხარდასაჭერად, სადაც ბენეფიციარების მიერ მიღებული საშუალო ჯამური შემოსავალი თითოეულ გამოფენაზე სხვადასხვა შემთხვევაში 500 000 ₾-მდე.

 

  • მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.

 

ცენტრის მიზანია, საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ცენტრს ძირითადად სასწავლო დაწესებულების ფუნქცია აქვს, სადაც, როგორც უკვე გამოცდილ, ასევე დამწყებ მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით გაიღრმაონ ​საკუთარი ცოდნა.

 

 ინვესტიციების მოზიდვა და ხელშეწყობა 

  • 2021-2024 წლებში თბილისის მერიის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით მოზიდულ იქნა 95,773,700 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები.
  • 2021-2024 წლებში წელს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გაწეულ იქნა 36,229,845 ლარის ხარჯი.
  • 2021-2024 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულ 150 პირს მიეცა 17,870,527 ლარის ფულადი კომპენსაცია.
  • 2023-2024 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით, განხილულ იქნა 100-მდე წინადადება, დაფიქსირებული იქნა 73 თანხმობა და აქედან 30 პროექტზე უკვე გამოცემულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებები. ჯამში, აღნიშნულით მოზიდული იქნება 25,362,259 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები.
  • 2023-2024 წლებში ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, განხილულ იქნა 12 ობიექტის ფინანსური მოდელი და დადებითი რეკომენდაცია გაიცა 2 ავარიულ ობიექტზე.
  • 2022-2024 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობებთან დაკავშირებით ინიციირებული და შესაბამისად გამოცემული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 113 განკარგულება.
  • 2022-2024 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, განხილულ იქნა საინვესტიციო წინადადებები და დაუმთავრებელი მშენებლობის 20-მდე ფინანსური მოდელი, პრეფერენცია დამტკიცდა 14 ობიექტზე.
  • 2022-2023 წლებში განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინები) საბაზრო ღირებულების შესახებ კვლევა.
  • 2023 წელს თბილისის საინვესტიციო პოტენციალის და მიმდინარე პროექტების წარდგენა განხორციელდა Nordic Tourism Collective-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში.
  • 2023-2024 წლებში ანგელოზ ინვესტორთა ქსელთან ერთად განხორციელდა 4 საინვესტიციო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო 500-მდე მოწვეული სტუმარი, ინვესტორების წინაშე წარსდგა 25 ტექნოლოგიური სტარტაპი. ღონისძიებები ჯამურად დაფინანსდა 30 ათასი ლარით.
  • 2022-2023 წლებში განხორციელდა ადგილობრივი ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით ანალიზი.
  • მუხიანის დასახლების მიმდებარედ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარებისა და პოტენციური გამოყენების კვლევა. ინვესტორის მოძიება და პროექტის პრივატიზება 23 მლნ ლარად შემდგომი საინვესტიციო ვალდებულებების გათვალისწინებით განხორციელდა.
  • საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Deloitte-თან თანამშრომლობით თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევა და ანგარიშის მომზადება, სადაც საინვესტიციოდ მიმზიდველი 5 ეკონომიკური სექტორი გამოიყო.
  • თბილისის პირველ ადგილზე ნომინირება საერთაშორისო რეიტინგების მიერ:

- Emerging Europe – Economic Potential

- fdi Intelligence - MAJOR EUROPEAN CITIES OF THE FUTURE 2020/21 – COST EFFECTIVENESS

  • თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზების და ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნის პროექტის დამუშავება, პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარება და დიზაინის შემუშავება საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Koko Architects-ის მიერ.
  • Amcham-თან თანამშრომლობით შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის წარდგენა.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დაინტერესებული საინვესტიციო ჯგუფების ვიზიტების ორგანიზება, პრეზენტაციის ჩატარება და ობიექტების ადგილზე შეფასება.
  • თბილისის BPO საინვესტიციო პოტენციალი წარდგენა CEE Business Services Summit & Awards ღონისძიების ფარგლებში.
  • „აქსის თაუერსის“ და თბილისის გაწევრიანება WTC ასოციაციაში.
  • თბილისის საინვესტიციო პოტენციალისა და მიმდინარე პროექტების წარდგენა განხორციელდა საერთაშორისო ფორუმებზე: AIM, City Scape Global.
  • 2021 წელს თბილისმა ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელი .. ანგელოზ ინვესტორთა 17 ადამიანისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება საქართველოში, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს ე.წ. „pitch day“, წარმოადგენდა (მოკლე პრეზენტაციების წარდგენა), რომელზეც წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე ფინანსების მოზიდვის მიზნით. აღნიშნული ღონისძიების შესახებ სტატია გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მედია გამომცემლობამ "Baltic Times".

 

 

ანალიტიკა 

  • თბილისის მერიასა და გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამის (UN-Habitat)-ს შორის ხელმოწერილი განზრახვის წერილის ფარგლებში, ქალაქ თბილისის ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის (VLR) მომზადების საკითხზე მოეწყო შეხვედრები UN-Habitat - ის სათაო ოფისის წარმომადგენლებთან, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და დაიწყო ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის (VLR) მომზადებისთვის განსაზღვრული სამუშაო პროცესი.
  • გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი - „თბილისი ციფრებში“ 2018; 2023

- საერთაშორისო რეიტინგები                      

- თბილისის ისტორია

- ურბანული ტერიტორია და კლიმატი      

- პოლიტიკა და ურბანული ადმინისტრაცია

- ტურიზმი თბილისში                                

- განათლება, კულტურა და დასვენება

- თბილისის ეკონომიკა                                    

- საერთაშორისო თანამშრომლობა 

 

  • ევროპის ეკონომიკური კომისიის (ECE/HBP/2022/Inf) სესიაზე განხილული ქალაქ თბილისის პროფილის (Smart Sustainable Cities Profile: Tbilisi, Georgia) შესაბამისად და გაცემული რეკომენდაციების თანახმად შეგროვდა ინფორმაცია KPI ინდიკატორებისთვის:

- ეკონომიკური განზომილება

- გარემოს განზომილება

- საზოგადოება და კულტურის განზომილება 

  • ფონდის „ფრიდრიხ ნაუმანი“ და ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი არასამთავრობო საზოგადოების „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველო“ ერთობლივი კვლევის “საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ ფარგლებში, თბილისმა 2022-2023 წლებში I ადგილი დაიკავა.
  • თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხდება საქსტატიდან ინფორმაციის რეგულარულად მიღება, გაზიარება და მონიტორინგი.