სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული სამსახური;

მარშრუტების დაგეგმარების სამსახური;

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური;

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახური;

სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახური;

ანალიტიკის და ურბანული დაგეგმარების სამსახური;

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური;

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახური;

მონიტორინგის სამსახური;

სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების სამსახური;

ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახური;

განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების მართვის სამსახური;

განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის სამსახური;

ვიდეოფირით ან/და ფოტოფირით დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სამსახური.

ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებებია:

საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება;

სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება. ქონების აფასებასთან, ჩამოწერასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის უზრუნველყოფა;

სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი;

სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, სტაჟირებაზე მიღებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და დამტკიცებულ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი;

სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, არსებობის შემთხვევაში ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად პროცესის მართვა;

სააგენტოში შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება;

საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება);

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნების დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება;

კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს საქმიანობის ანალიზი;

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფინანსური აღრიცხვა, გადასახდელი თანხების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებებია:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიდგომების განსაზღვრასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავებასა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

სპეციალური რეგულარული გადაყვანის (თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრა შესაბამის ადმინისტრაციულ და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი შეზღუდული ვადით თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტების კორექტირებისა ან თბილისის მთავრობის მიერ დროებითი მარშრუტის/მარშრუტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროექტის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის უფლებამოსილებებია:

საგზაო მოძრაობის პირობების გამოკვლევა;

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;

ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შემუშავება;

საჭირო საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრა და მათ დასანერგად წინადადებების მომზადება;

ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით;

ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების საკითხებში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით;

ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებაში და განხილვაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით;

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და მშენებლობის ნებართვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების ან/ და მშენებლობის ნებართვების არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას შეთანხმებაში (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა) მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით;

სატრანსპორტო საშუალებების პარკირების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება;

კომპეტენციის ფარგლებში AutoCAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება;

ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტების პროექტების წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის;

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით გზების შეფასება და ანალიზი;

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;

ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე;

ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევის მომზადება ან/და შეთანხმება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახურის უფლებამოსილებებია:

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;

გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადება და შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;

მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადება და შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;

არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის მიერ შემსრულებელზე, საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკური საშუალებების მონტაჟზე გაცემული დავალების და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კონტროლის განხორციელება, დასრულების შემდგომ შესრულებული სამუშაოების მიღებაში მონაწილეობის მიღება. დაზიანებული საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების აღდგენა/შეცვლაზე დავალებების გაცემა და კონტროლი გაცემული დავალების შესრულებაზე, ასევე შესრულებული სამუშაოების მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

საგზაო მოძრაობის ტექნიკურ საშუალებებზე მონიტორინგი;

კომპეტენციის ფარგლებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;

ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) განსაზღვრულ გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის უფლებამოსილებებია:

საგზაო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მათ საფუძველზე მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმებით ნაკადების რეგულირება;

სატრანსპორტო ნაკადების ანალიზი, კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტებისათვის პროექტების წარდგენა;

სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებში: PTV VISTRO, VISSIM, VISUM საგზაო მოძრაობის (ქუჩებზე, გზაჯვარედინებზე, კვანძებზე) მოდელირება;

24 საათიან რეჟიმში ცენტრალური სამართავი პუნქტის მართვა;

საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნის ან გაჯერებული მოძრაობის შემთხვევაში ავტომატიზებული სისტემის მექანიკურ მართვაზე გადაყვანა;

შუქნიშნების ობიექტების სინქრონიზაცია და ოპტიმიზაცია;

შუქნიშნების ობიექტებზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების პრიორიტეტული გავლის სისტემის დაგეგმარება და მართვა;

საჭირო საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან გამომდინარე სატრანსპორტო ნაკადების ალტერნატიულ გზებზე გადამისამართება; საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნისას შესაბამისი სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საგზაო მოძრაობის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა;

საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, მგზავრთა შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურისთვის საგზაო მოძრაობაში მონაწილე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტებში დროებითი ცვლილებების განსახორციელებლად ალტერნატიული გზების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

გონიერი სატრანსპორტო სისტემების დანერგვისა და განვითარებისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის;

სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის დაარქივება და მიწოდება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

ანალიტიკის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებებია:

სამგზავრო ტრანსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისათვის საჭირო მონაცემების მუდმივი შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა;

ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების საფუძველზე;

ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;

ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მისი დანერგვის ხელშეწყობა და მონიტორინგი;

ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ან /და იურიდიულ პირებთან ერთად, თბილისის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) იმ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;

გეოსაინფორმაციო ბაზების განახლება – სისტემატიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ასევე შიდასამსახურებრივი სტანდარტების შექმნა და მოწესრიგება;

სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;

თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გრანტების მოზიდვა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ურბანული პროექტების განხორციელება;

დარგში არსებული მდგომარეობის, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

დაგეგმარებითი საქმიანობის წარმოება, ცალკეული ტერიტორიების განვითარების კონცეფციების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ქალაქთმშენებლობითი ნორმების და ურბანული დიზაინის სტრანდარტების შექმნა და სისტემატიზაცია;

ტერიტორიის განვითარების და ურბანული განახლების პროგრამების ხელშეწყობა;

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტების ხელშეწყობა და კონტროლი;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახურის უფლებამოსილებებია:

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

მდგრადი ურბანული მობილობისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის, მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის) შემუშავებასა და მათ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების/გეგმარებითი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;

ქალაქმშენებლობისა და სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასადები თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტების, საგრანტო, სასესხო და ქვესასესხო ხელშეკრულებათა პროექტებისა და მათ ხელმოსაწერად უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო(ები)ს მხრიდან ნებართვის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების დარგში კვლევების და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების საჭიროების იდენტიფიცირება, დონორების მოძიება, ტექნიკური დავალებებისა და ტენდერების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, დონორ ორგანიზაციათა საქმიანობის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;

სააგენტოში მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების მართვა;

სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ურბანული განვითარება, მდგრადი ურბანული მობილობა) საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების კვლევა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებებია:

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი;

სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა;

იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა;

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა ფინანსურისა) საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge-ს მეშვეობით;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 135-ე-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტებისა და ზემოაღნიშნული მუხლებით, აგრეთვე 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში) გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის გაგზავნა, ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაგზავნა;

სააგენტოს სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის მიერ დაარქივებული და მოწოდებული ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის გაცემის უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებებია:

M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;

მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე   ნებართვების მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების სამსახურის უფლებამოსილებებია:

კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი;

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში ცალკეული მიწის ნაკვეთების განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა;

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა;

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახურის უფლებამოსილებებია:

თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება;

თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება;

ცალკეული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხებზე დასკვნების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე სააგენტოს პოზიციის მომზადება;

უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების მართვის სამსახურის უფლებამოსილებებია:

უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი;

განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) გეგმარებითი დავალებების გაცემისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა;

ცალკეულ შემთხვევებში, განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების პროექტების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის სამსახურის უფლებამოსილებებია:

უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი;

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან /და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა;

განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შესაბამისად ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხებზე დასკვნების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ცალკეულ შემთხვევებში, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა;

უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

ვიდეოფირით ან/და ფოტოფირით დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სამსახურის უფლებამოსილებებია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13-ე, მე-15 ნაწილებით, 135​1–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირება, საქმის გამოკვლევა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა;

დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია;

სამართალდამრღვევი პირისთვის საშუალების მიცემა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​5 მუხლით დადგენილი ჯარიმის ოდენობის 20 პროცენტით შემცირების შეღავათით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში;

ამავე სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ამავე სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის ან სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პირის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაგზავნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​4 მუხლით დადგენილი წესით;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​4 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ორჯერ ჩაუბარებლობისას საჯარიმო ქვითრის დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების უზრუნველყოფა ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 135​1–1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების და სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა, დადგენილი წესის შესაბამისად;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​6 მუხლით შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.