სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სისტემაში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირებას. სამსახური უშუალოდ ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

სამსახურის ამოცანებია:

• მერიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მერიის სტრატეგიისა და მოქმედი პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების, აგრეთვე ამოცანების ეფექტურ შესრულებს ანალიზი და შეფასება

• მერის უზრუნველყოფა მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით

• სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და გადაცდომების პრევენცია.

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მერიის სისტემაში:

• სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება

• არსებული რისკების მართვის ხარისხის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება

• საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;

• საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა და შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება

• ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება

• არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება

• საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი

• სამართალდარღვევების, სამსახურებრივ გადაცდომათა და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და მერისთვის წარდგენა; ფაქტების გამოკვლევის მიზნით, მერიის სისტემაში და თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიულ პირებში ინსპექტირების ჩატარება

• მერიის სისტემის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა

 

მარეგულირებელი აქტები:

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი სამართლებრივი აქტებით:

საქართველოს კონსტიტუცია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი

შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის განკარგულება N1014 „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის განკარგულება № 1015 „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები