ინფორმაცია ვიდეოჯარიმის შესახებ

 

1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმები და მათი ოდენობა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში გამოწეროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრები - ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგ მუხლებზე:

125-ე მუხლის მე-8 ნაწილი - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – ჯარიმა 50 ლარი;

 

125-ე მუხლის მე-12 ნაწილი - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;

125-ე მუხლის მე-13 ნაწილი - ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;

125-ე მუხლის მე-15 ნაწილი - ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის − ჯარიმა 100 ლარი;

1252 მუხლის პირველი ნაწილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – ჯარიმა 50 ლარი;

1252 მუხლის მე-2 ნაწილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − ჯარიმა 100 ლარი;

1252 მუხლის მე-3 ნაწილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების ისეთი საქმიანობისთვის გამოყენება, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით ხორციელდება, თუ ეს პარკირების ადგილი ამგვარი საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისა) - ჯარიმა 100 ლარი;

1252 მუხლის მე-4 ნაწილი - ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − ჯარიმა 200 ლარი;

1252 მუხლის მე-5 ნაწილი - არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − ჯარიმა 200 ლარი;

1252 მუხლის 51 ნაწილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სახეობის სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა − ჯარიმა 100 ლარი;

1252 მუხლის მე-6 ნაწილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – ჯარიმა 50 ლარი;

135​​​​​-ე მუხლი - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება - ჯარიმა 100 ლარი;

135​​​​​1 მუხლი – საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა - ჯარიმა 100 ლარი;

135​​​​​2 მუხლი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის (N1, N2 და N3 კატეგორიების) მოძრაობა ან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდება/ტრანსპორტირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი;

135​​​​​3 მუხლის პირველი ნაწილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება − ჯარიმა 100 ლარი;

135​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა − ჯარიმა 50 ლარი;

135​​​​​4 მუხლის პირველი ნაწილი – საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება – ჯარიმა 100 ლარი;

135​​​​​4 მუხლის მე-2 ნაწილი – საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – ჯარიმა 200 ლარი;

135​​​​​5 მუხლი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით ან სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის გადახდისას შეღავათით სარგებლობა

თუ პირი მისთვის საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაცია.

3. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და საჯაროდ გამოქვეყნება

საჯარიმო ქვითარი შესაბამის პირს ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება. საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად მიიჩნევა:

ა) თუ სამართალდამრღვევს (ნებართვის მფლობელის შემთხვევაში)/ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი ჩაბარდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

ბ) თუ საჯარიმო ქვითარი ჩაბარდა სამართალდამრღვევის (ნებართვის მფლობელის შემთხვევაში)/ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის ადგილზე ნებისმიერ სრულწლოვან პირს;

გ) თუ სამართალდამრღვევი (ნებართვის მფლობელის შემთხვევაში)/ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე;

დ) თუ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრების სრული სია, რომლებიც მითითებულია შესაბამის საჯარიმო ქვითრებში − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში/ელექტრონული საჯარიმო ქვითრებში. ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge საჯარიმო ქვითართან − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან/ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა. საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან www.tbilisi.gov.ge ავტომატურად წაიშლება მისი გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ამ პერიოდის გასვლამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.

4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება

პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სააგენტოში (ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 234​​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 288​​​3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

 

5. ძირითადი სამართლებრივი აქტები:

  • საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​​2 მუხლით, 135-ე-135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილება;
  • „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილება
  • „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33‐99 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №79‐36 დადგენილება;
  • „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილება.

 

6. კონტაქტი

ურთიერთობის გასაიოლებლად ფუნქციონირებს სატელეფონო კომუნიკაცია, ჩვენი თანამშრომლები თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებენ.

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, შარტავას ქ. 7

ტელეფონი: 1398