ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 22 ივნისის დაიწყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების (ტყეების) ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმის შედგენის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.

აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების (ტყეების) ინვენტარიზაციაზე და მართვის გეგმის შედგენაზე, რომელიც 10 წლის ვადით ტყეების მართვისა და განვითარების პერიოდს მოიცავს, საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია.

მ/წ 13-დან 18 ნოემბრის ჩათვლით წარმოდგენილი საინვენტარიზაციო მასალები და მართვის გეგმის დოკუმენტები განსახილველად განთავსებულ იქნა მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე. 

დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს წარუდგინონ მართვის გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.

 წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული ვადის (13-დან 18 ნოემბრის ჩათვლით) გასვლიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღეში (19-20 ნოემბერი) სამსახური მოაწყობს   განხილვას დაინტერესებულ მხარეთა და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.

გაცნობებთ, რომ 19 და 20 ნოემბერს განხილვა შედგება ქ. თბილისის მერიის შენობაში 
(ჟ. შარტავას N7) 15:00 სთ-ზე, მე-10 სართულის საკონფერენციო დარბაზში. დაინტერესებული პირების გამოუცხადებლობა არ ზღუდავს განხილვის ჩატარებას.

შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია:

  • ოფიციალური წერილობითი შეტყობინების სახით.
  • სამსახურის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე. environment@tbilisi.gov.ge

 განხილვაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაციასთან (საშვის დაშვება და სხვ.) დაკავშირებით და სხვა დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო პირები იქნებიან:

  • ნიკო ყარსიმაშვილი - 595 09 55 08
  • დავით თხელიძე - 595 52 51 26

ჩამოტვირთვა