კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილება
კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილება კურირებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ 46 კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტს:
- ხელოვნების სკოლები (33)
- ა(ა)იპ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა;
- მუნიციპალური თეატრები (4)
- ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება" (38 ფილიალი)
- ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანება (9 დამოუკიდებელი მუზეუმით)
- ა(ა)იპ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“;
- ა(ა)იპ გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
- ა(ა)იპ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი
- სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრი
- თბილისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (მთაწმინდის, დიდუბის, ხოჯევანქის).
განყოფილების ფუნქცია-მოვალეობაა:
- დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
- ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
- სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, ხელოვნების ტრადიციული დარგების ხელშეწყობა და ახალი მიმართულებების დანერგვა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი (ადაპტირებული) გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
- თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და განვითარების ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება;
- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა-შესრულება და სხვა.
- მემორიალური დაფებისა და ძეგლების განთავსებასთან დაკავშირებული განაცხადების მიღებისა და განთავსების საკითხები.
სამსახურში მოქმედებს „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისია“