ეს ძეგლი ქალაქის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 1958 წელს, თბილისის 1500 იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა ნარიყალას ციხეზე. ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. თავისი სტილისტიკითა და მასშტაბით, ქანდაკება ტიპიურად საბჭოთა მონუმენტალიზმის ნიმუშია. "ქართლის დედა"-ს, - ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმულ 20 მეტრიანი ქალის ფიგურას ცალ ხელში ღვინით სავსე თასი უპყრია კეთილმოსურნის შესახვედრად, ხოლო მეორე ხელში ხმალი - მტერთან შესაბრძოლებლად. თავდაპირველად ძეგლი დადიგა როგორც ხის მასალით შექმნილი დროებითი  მონუმენტი, მაგრამ მოგვიანებთ მყარი ლითონის კონსტრუქციით შეიცვალა. ქანდაკების შიდა სივრცე ცარიელია და არსებობს მასში ტურისტული ობიექტის მოწყობის შესაძლებლობა. 
მკაცრად ფრონტალური და მონუმენტური `ქართლის დედა~ შორიდანვე იპყრობს მნახველის ყურადრებას, თუმცა, დღემდე არ ცხრება კამათი ამ კოლოსალური ქანდაკების ისტორიული ქალაქის ლანდშაფტთან შესაბამისობის ირგვლივ.

ლალი ანდრონიკაშვილი