თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!

25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გელოდებით.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ. 

ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ერთად შევეგებოთ 2020 წლის დადგომას!

ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი - სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე.

  • პირველი რესპუბლიკის მოედანი   (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 - 20:00 სთ.)

5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;


საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“

 

  • ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.


25 დეკემბერი

  • 20:00            ნაძვისხის საზეიმო ანთება და მიუზიკლი
  • 21:00-23:00    Dj ბექა ელოშვილი third soul

26 დეკემბერი

  • 20:00-21:00     ბენდი "Evening Project„
  • 21:00-23:00     DJ ზურაბ ჭყონია (zurkin)

 

27 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00 -23:00   DJ გიორგი ერიქაშვილი (ericsson)


28 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ სანდრო ხვედელიანი (khvedeliani)


29 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა ჯაფარიძე (nika J)

 

30 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ შოთიკო წვერავა (sumo)

 

31 დეკემბერი

  • 23:00    საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“

 

1 იანვარი

  • 21:00-22:00    MAX THE SAX  
  • 22:00-00:00    DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer)

 

2 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ილურიძის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ მიშო გოჩიტაშვილი

 

3 იანვარი

  • 20:00-21:00    ჯგუფი new one
  • 21:00-23:00    DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)

 

4 იანვარი

  • 19:40-20:00    საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
  • 20:00-21:00    ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)

 

5 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45 -21:45   Goofy Land

 

6 იანვარი

  • 20:00-21:00    “The Quintessence” - საშობაო კონცერტი
  • 21:00-23:00    ლაშა მარგიანი (hatsvali)

 

7 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა კვაჭაძე

 

8 იანვარი

  • 20:00-21:00    ლუკა დგებუაძის ტრიო
  • 21:00-23:00    ია ტომაში და საბა აბრამიძე

 

9 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ევგენიძე და ბენდი
  • 21:00-23:00    DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze)

 

10 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45-21:45    რეზო და ბავშვები

 

11 იანვარი

  • 20:00-21:00    ბენდი "ნიუტონი"
  • 21:00-23:00    DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)

 

12 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ფოლკის კონცერტი
  • 21:00-22:00    ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
  • 22:00-00:00    DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)

 

13 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
  • 21:00-23:00    DJ დიჯეი ოთო ფარულავა

 

თბილისის მერიასთან ერთად, ისტორიით სავსე ახალი წელი გელით! გილოცავთ!

  • აღნიშნულ ტერიტორიებზე პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენება აკრძალულია
24 დეკემბერი 2019