24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და კომპანია GeoEvents-ის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე გამოფენა – გაყიდვების მორიგი სერია, სახელწოდებით თბილისური ბაზარი/Tbilisi Street Market გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა – გაყიდვა პირველად 2018 წლის ივლისში, რიყის პარკში ჩატარდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შესაძლებლობა თბილისის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა კერძო კომპანიას გადაეცა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და თბილისში მოღვაწე მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია.
„თბილისური ბაზარი“ რესპუბლიკის მოედანზე სხვა ღონისძიებების პარალელურად გაიმართება.
გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ მონაწილეობა გამოფენაში.
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
-
თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
-
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა