ქ. თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში (მ.თამარაშვილის ქ. 10ა მიმდებარე) ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების ) ესკიზისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესარჩევი კონკურსი

კონკურსის მიზან - ვაცლავ ჰაველის  ძეგლის ესკიზისა და სავარაუდო  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის  საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა;

საკონკურსო წინადადების ფასი - 2 500 ლარი

ქანდაკების დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს.

საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ძეგლის  ესკიზის 45 სმ-დან 55 სმ-მდე ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისგან  და ისე უნდა იყოს შეფუთული რომ დაცული იყოს დაზიანებისაგან. მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად (ელექტრონული ვერსია Excel-ის ფორმატში) .

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2016 წლის 4 მაისი.

საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შარტავსა ქ. N7)

 

 

 

                                                                                                             ტექნიკური დავალება:

 

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) პარამეტრები

ქანდაკება :  ჩამოსხმული ბრინჯაოში,  ზომებში არაუმეტეს 1,3 ნატურისა;

პიედესტალი: ქვის ,(ფორმა და ზომა შეზღუდული არ არის);

ძეგლისა და პიედესტალის მასალა: განთავსების ადგილზე არსებული ბაღის აგრო-დიზაინის გათვალისწინებით;

საძირკველი - შესაბამისი გამოთვლებით, ძეგლის ზომების გათვალისწინებით;

ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

აღნიშნული ძეგლი უნდა იყოს სივრცეში თავსებადი.

ძეგლის დამზადებისა და განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეს;

 

 

 

 საუკეთესო   საკონკურსო   წინადადების   გამოვლენისათვის   დადგენილი    შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი კრიტერიუმი - ძეგლის ვიზუალური მხარე

დამატებითი კრიტერიუმი - ძეგლის დამზადებისა და განთავსების ღირებულება.

შენიშვნა:

  • კრიტერიუმების შეფასებისას კომისიის ყოველი წევრი ცალ–ცალკე აფასებს კრიტერიუმს 0-10 ქულიან დიაპაზონში, ხოლო საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით.

 

 

20 აპრილი 2016