დედაქალაქში მოსული ნალექის გამო რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან გაიწმინდა. შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორში და თელოვანში.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქის სხვა რაიონებშიც უზრუნველყოფს.

გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„მოსული ნალექის გამო თბილისის რამდენიმე დასახლებაში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ გვქონია. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სადაც საჭიროება მოითხოვს, ყველა გზა იწმინდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

24 იანვარი 2024