თბილისის მერიის ინიციატივით, იწყება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა.
პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები, ასევე, ახალგაზრდები იქნებიან.
პროგრამის მიზანია, სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება;
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.
პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით.
დაფინანსების მიმღები სუბიექტები და დაფინანსების პირობები
-
თბილისობა 2023
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა