სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან   სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:

1.1. სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და  რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

1.2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;

1.3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები: – საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის დაფინანსების ოდენობა   სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:

  • 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

  • ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადი განცხადება;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში - ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა (მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრის და წლის შესახებ ინფორმაციით);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1 125 ლარი)   50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის (1125 ლარი) არაუმეტეს 70%-ით.

განცხადებების მიღება   დაიწყება 6   სექტემბრიდან და გაგრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს   განცხადებების შემოტანა   ასევე,   შეუძლიათ,   თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია : 032 2 378455

06 სექტემბერი 2023