ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე, ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს.
სამუშაოების განმავლობაში, მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ.
24 მარტი 2023
-
თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს
-
28 მაისს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება