რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

19 მარტი 2023