თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თბილისის მერი კახა კალაძე თურქეთის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

დედაქალაქის მერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის დიდი ტრაგედია, რაც სტიქიის ზონაში და მთელ თურქეთში ტრიალებს. ჩემო თურქო მეგობრებო, მთელი გულით გისამძიმრებთ! გისურვებთ გამძლეობას! საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - ჩაწერა მერმა საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

07 თებერვალი 2023