წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა პირველი თებერვლის 00:00 საათიდან 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.
ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება საირმის, ტანძიის, ბურძგლას, სხირტლაძის, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების გამოყენებით.
ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაარეგულირებენ.
31 იანვარი 2023
-
თბილისის მერიის განცხადება
-
26 მარტს დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება