კახა კალაძე: ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

კახა კალაძემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს - სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს.
უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

07 იანვარი 2023