კახა კალაძემ ბერნის მერთან ერთად, გუდიაშვილის მოედანი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან ერთად, რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი დაათვალიერა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა, ხოლო მიმდებარედ არსებულ რამდენიმე მისამართზე მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლი.

ბერნის მერი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქის მერიაში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა.

27 სექტემბერი 2022