თხინვალას დასახლებაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო

ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„თხინვალაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მთლიანად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სარბენი ბილიკი, ხე-მცენარეები დაირგო, ღამის განათების ქსელი და უსაფრთხოების კამერები დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი სივრცეები ყველა თაობის ადამიანისთვის. ჩვენ მსგავს პროექტებს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმიტომ, რომ დედაქალაქს აქვს დიდი რესურსი, რომ იყოს სრულად მოწესრიგებული და გამწვანებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სკვერში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალიც განთავსდა, ასევე, ანწუხელიძის ოჯახს საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადაეცა.

„დღეს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მუნიციპალიტეტისგან 461 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადაეცა. დიდება გმირებს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე მოადგილე, ანდრია ბასილაია და ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

10 ივნისი 2022