დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სამუშაოების მსვლელობისას შეზღუდვა მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ოთხი ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.
მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება.
01 აპრილი 2022
-
კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
-
სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან
-
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ