თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა.

აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, 15:40 საათიდან, დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება. ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

25 ივლისი 2021