დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

20 იანვარი 2021