თბილისის მერის ინიციატივით, კრწანისში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.
მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.
12 იანვარი 2021
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა