თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.

14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. ამავდროულად, 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია.

14 ივლისი 2020