ა(ა)იპ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ახალგაზრდობის აღზრდისა და დამატებითი განათლების მრავალპროფილიანი დაწესებულებაა, რომელიც მიზნობრივ სოციალურ, კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მისი მიზანია პიროვნების ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო პირობების შექმნა, საჯარო სკოლებთან სასწავლო-სააღმზრდელო, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად პარტნიორული პროექტების განხორციელება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი თბილისის მასშტაბით, 9 რაიონულ ფილიალს აერთიანებს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბანში: გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკის, საბურთალოს, ისნისა და სამგორის ფილიალებშია განთავსებული.

მისამართი: ზემო ფონიჭალა 3

ტელ:  (+995 2) 95 72 48 / (+995 790) 95 53 33

Facebook