სპორტული ცენტრი ფუნქციონირებს 2015 წლის 26 სექტემბრიდან. მდებარეობს ლილოს დასახლებაში # 107 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვარჯიშები მიმდინარეობს შემდეგ სპორტულ ჯგუფებში: ბ/რ ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული აკრობატიკა, ფიტნესი, ფეხბურთი, კიოკუშინკაი კარატე და რაგბი.

მისამართი: ქ.თბილისი; ლილოს დასახლება;N107 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ტელ:577237300

Facebook

 

ცენტრის სტრუქტურული ერთეულია: ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი.

 

2017 წელს ვაზისუბანში (მე­4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე), 12 306 კვ.მ. ფართობზე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონი მოეწყო. ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა, 400 ადგილიანი ტრიბუნა და საშხაპეები განთავსდა; სტადიონი განკუთვნილია, როგორც რაგბისტებისთვის, ასევე ფეხბურთის, ბეისბოლის, ბალახის ჰოკეის და ფრისბის შესწავლის მსურველებისთვის;

 

მისამართი: ქ.თბილისი; ვაზისუბნის IVმ/რ-ნი

ტელ:577237300