განათლების  პროგრამების  განყოფილება

განათლების  პროგრამების  განყოფილება  მონაწილეობს  მუნიციპალიტეტის  დონეზე  განათლების  პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ახორციელებს მუნიციპალური განათლების პროგრამების მართვას,  თვითმმართველობის  კომპეტენციის ფარგლებში  უზრუნველყოფს  სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების ხელმისაწვდომობას, არაფორმალური, ზრდასრულთა და უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით შეიმუშავებს პროგრამებს, ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას  და თვითრეალიზებას, დედაქალაქში დასაქმებაზე  ორიენტირებული, ინოვაციური და ინკლუზიური  საგანმანათლებლო სერვისების განვითარებას.

 

განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

  • დედაქალაქის პრიორიტეტების გათვალისწინებით  საჭიროებებზე ორიენტირებული განათლების  სფეროს  პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • განათლების  სფეროს  განვითარების  ძირითადი  მიმართულებების  განსაზღვრასა  და ამ   სფეროს  მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული  საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია,  მათ მიერ გაწეული საგანმანათლებლო სერვისების ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისათვის;
  • თბილისში მასშტაბური, ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო    ღონისძიებების მხარდაჭერა, ხელშეწყობა, ორგანიზაციულ- სამართლებრივი საკითხების მოგვარება.