1. მოწვევა თბილისშისაბურთალოს რაიონინაკვეთი 06/095 თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9343 კვ. (/ 01.10.08.006.095) და თბილისშიქუჩა არჩილ მეფე N13-15-ის მიმდებარედასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული 1412 კვ. (/: 01.10.07.007.111) მიწის ნაკვეთებზე (ჯამში 10 755 კვფართობისაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.

თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინვესტორთა შერჩევას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონი, ნაკვეთი 06/095 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9343 კვ. მ. (ს/კ 01.10.08.006.095) და ქ. თბილისში, ქუჩა არჩილ მეფე N13-15-ის მიმდებარედ, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1412 კვ. მ. (ს/კ: 01.10.07.007.111) მიწის ნაკვეთების (ჯამში 10 755 კვ. მ. ფართობი) საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.

ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტი (კ-2) შესაძლებელია დადგინდეს 3,6-დან 4,2 მაჩვენებლების ფარგლებში.

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) უნდა წარმოადგინონ წინადადებები, რომელშიც მითითებული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემი ფართების ოდენობა (თეთრი კარკასის მდგომარეობით).

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა), აგრეთვე, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ; კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები განახორციელეს მათ არანაკლებ ბოლო სამი წლის განმავლობაში.

წინადადებები, იმ ინვესტორების (დეველოპერების), რომელთაც არ აქვთ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები, არ განიხილება ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში.

 

2. მოწვევა, ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა, შესახვევი N13-ის მიმდებარედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 16 885 კვ. მმიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.10.06.001.261) საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე

განიხილება, ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა, შესახვევი N13-ის მიმდებარედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 16 885 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.10.06.001.261) საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის საცხოვრებელი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარეობით) საკუთრებაში გადმოსაცემად, შემდგომში დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე დაინტერესებულია ინვესტორი (დეველოპერი). აღნიშნულ ინვესტორს (დეველოპერს) გააჩნია შესაბამისი გამოცდილება სამშენებლო სფეროში კერძოდ, აშენებული აქვს შემდეგი ობიექტი: ქ. თბილისში, გლდანის მე-5 მ/რ, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯამში 7153 კვ. მ. მოცულობის ფართით; ასევე, აღნიშნულ ინვესტორს გააჩნია მიმდინარე სამშენებლო პროექტები, კერძოდ: ქ. თბილისში, გლდანის მე-5 მ/რ, მე-5 კორპუსის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯამში 16 689, 6 კვ. მ. მოცულობის ფართით და ქ. თბილისში, თემქის დასახლება, ყოფილი კინოთეატრი „სიხარული“-ს მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯამში 20 068, 9 კვ. მ. მოცულობის ფართით.

ინვესტორი (დეველოპერი) იღებს ვალდებულებას, გადაცემული მიწის სანაცვლოდ განახორციელოს სამშენებლო პროექტი რომლის ფარგლებშიც, 3.6 კოეფიციენტის შემთხვევაში სამშენებლო პროექტის განხორციელების შემდგომ, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცემს ჯამში 5 500 კვ. მ. საცხოვრებელ ფართს. ამასთან, ინვესტორი (დეველოპერი) იღებს ვალდებულებას, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცეს საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით.

სხვა დაინტერესებულ ინვესტორებს (დეველოპერებს), შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ გაუმჯობესებული წინადადება გადასაცემი ფართის მინიმუმ 5%-ით გაუმჯობესების პირობით, 2019 წლის 8 მარტამდე. დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) აგრეთვე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები იქნა განხორციელებული მათ მიერ მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში.

იმ ინვესტორების (დეველოპერების) წინადადებები, რომელთაც არ აქვთ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები, არ განიხილება ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში.