ა(ა)იპ "ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი" დაფუძნდა 2007 წელს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების (04.01.120 – 14.02.2007 წლის) თანახმად. ის ახალგაზრდობის აღზრდისა და დამატებითი განათლების მრავალპროფილიანი დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს მიზნობრივ სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო პროგრამებს. მისი უმთავრესი მიზანია პიროვნების ინდივიდუალური  უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა - განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო პირობების შექმნა, საჯარო სკოლებთან სასწავლო-სააღმზრდელო, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად პარტნიორული პროექტების განხორციელება.

  • მისამართი: ზემო ფონიჭალა 3
  • ტელ:  2 95 72 48
  • Web: http://mas.ge/index.php