დაწესებულების საქმიანობის ამჟამინდელი მიმართულებებია: ცურვა, ფიტნესი, მხატვრული ტანვარჯიში, აკვა-აერობიკა, თერმული აბაზანები, თანამედროვე ხუთჭიდის სახეობები. 

ცენტრს, პროფილის ფარგლებში, დაემატა წყალბურთის სექცია. პროფილური სახეობების ზრდის ტენდენცია (მ/შ ჭიდაობა, რაგბი, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, სროლა, კროსი, ფარიკაობა), გაგრძელდება მომავალშიც - ცენტრის სტრუქტურული ერთეულის მშენებარე ობიექტის, თემქის სპორტული კომპლექსის დასრულების შესაბამისად.

ცენტრი აქტიურადაა ჩართული ქალაქ თბილისის მერიის სოციალურ პროგრამაში და ემსახურება სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე ოჯახების მოზარდებს.

 

მისამართი:  გლდანი, V მ/რ კორპ. 8-ის მიმდებარედ.

  Facebook: https://www.facebook.com/gspool.ge/

    ტელ: 224 03 04 (+101),   224 03 04 (+102),   (568) 23 87 78

 

 ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

 

 

  •  კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი

2016 წლის 23 სექტემბერს სოფ. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი. ათწლეულების მანძილზე შენობა იყო მიტოვებული და უფუნქციო, თანმდევი რღვევის პროცესით.  მოხდა ობიექტის სრული რეაბილიტაცია და  შეუნარჩუნდა სპორტული პროფილი. ცენტრში მიმდინარეობს ვარჯიშები ჭიდაობასა და ძიუდოში. ყოველთვიურად დარბაზი 100-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.

მისამართი: ქ.თბილისი; სოფ.გლდანი 

 

 

  • მუხიანის სარაგბო კომპლექსი 

პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული შენობა, 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები და სავარჯიშო დარბაზი აშენდა. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა. სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული, მათ შორის ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანი. კომპლექსში მდებარე სავარჯიშო დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. 

მისამართი: ქ.თბილისი; მუხიანის IVმ/რ-ნი.   

 

  • ნაძალადევის სპორტული კომპლექსი

ნაძალადევის  რაიონში  მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტულ კომპლექსში კრივის არენა,  საჭიდაო მოედანი,  დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის  საცურაო აუზები განთავსდება. 

თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს, ფიტნეს-დარბაზს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებას. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა.

სრული დატვირთვის შემდეგ ცენტრი მოემსახურება 1 500-ზე მეტ ბენეფიციარს; სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. ამ დრომდე ნაძალადევის  რაიონში მსგავსი სპორტული კომპლექსი არ არსებობს.

მისამართი: ქ.თბილისი; თემქის XI მ/რ-ნი; II კვარტალი.