სპორტის  პროგრამების  განყოფილება

სპორტის პროგრამების განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს ქ. თბილისში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიების ჩატარება, დედაქალაქში სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ მუშაობაზე კონტროლი და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, თბილისში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაცია, თბილისის ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სპორტის ეროვნულ და თბილისის ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებლებისა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვის მიზნით; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სკვერებში გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟება და დედაქალაქის ტერიტორიაზე ველოპარკინგების მოწყობა.