არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო). სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. სააგენტოს დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა) და მისი ფუნქციაა ქ. თბილისის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის გაუმჯობესებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დანერგვას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში დღესდღეობით არის 171 საბავშვო ბაგა-ბაღი.

 

მისამართი: თბილისი , მიცკევიჩის ქუჩა 29-29/ა.

     ტელ: 2-37-82-43, 2-37-82-45.

     ელ-ფოსტა: tbilisisbagebi@gmail.com

     Web: http://kids.org.ge/home