მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის( ქანდაკება), ობელისკის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის განხილვისას სახელმძღვანელო კრიტერიუმები

 

 მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლისა( ქანდაკება) და ობელისკის განთავსების საკითხის განხილვისას სახელმძღვანელო კრიტერიუმებია:

 

ა) ძეგლი (ქანდაკება) - შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან/და სხვა სკულპტურული კომპოზიციისაგან. ძეგლზე (ქანდაკება) შეიძლება შესრულდეს ტექსტური ნაწილი - წარწერა (მოქანდაკე, არქიტექტორი, განთავსების თარიღი და ა.შ). ძეგლის (ქანდაკება)  ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე.

 

ბ) ობელისკი - სხვადასხვა ღისშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა.(მოქანდაკე, არქიტექტორი, განთავსების თარიღი). ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.

 

გ) მემორიალური დაფა -

გ.ა) დასაშვებია იმ პირის მემორიალური დაფის განთავსების საკითხის ინიცირება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ თბილისის, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

გ.ბ) შესაძლოა განთავსდეს იმ პირის მემორიალური დაფა:

გ.ბ.ა)რომელსაც მიღებული აქვს წოდებები ან ჯილდოები (აკადემიკოსის წოდება, დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის რაინდის და სხვა საერთაშორისო აღიარება და ა.შ.) სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, თავისი შემოქმედებითი და პროფესიული  საქმიანობით განსაკუთრებული  წვლილი აქვს  შეტანილი ქალაქ თბილისის, ქვეყნის  ან საერთაშორისო მასშტაბით, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროს განვითარებაში, განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, აღიარებულია დარგის სპეციალისტების მიერ სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

.ბ.ბ) რომელიც არის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, პროფესიული სპორტის საერთაშორისო/ადგილობრივი მნიშვნელობის დიდი ტურნირების გამარჯვებული/პრიზიორი;

გ.ბ.გ) რომლის შემოქმედება კულტურისა და ხელოვნების სფეროში  აღიარებულია ამავე სფეროს წარმომადგენელთა მიერ ან/და აღნიშნულმა შემოქმედებამ წვლილი შეიტანა კულტურისა და ხელოვნების რომელიმე დარგის განვითარებაში;

გ.ბ.დ)რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის კულტურული მემკვიდრეობის შენახვის/გადაცემის ან საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყო მუნიციპალური კულტურის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენასა და აღიარებას;

გ.გ)  სამშობლოს ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ  გმირთა (გარდა ეროვნული გმირის წოდების მქონე პირისა) უკვდავსაყოფად მემორიალური წარწერა განთავსდეს უკვე არსებულ გმირთა მემორიალზე.

გ.დ)იმ პირთა სახელის უკვდავსაყოფად, რომელსაც მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მემორიალური წარწერა შეიძლება განთავსდეს როგორც არსებულ გმირთა მემორიალზე, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა შენობა-ნაგებობაზე.

გ.ე)არ განიხილება იმ პირის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი, რომელსაც მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებულ შენობაზე უკვე აქვს მემორიალური დაფა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის განთავსების საპროექტო განაცხადი იხილეთ შემდეგ ბმულზე

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური მემორიალური დაფის განთავსების საპროექტო განაცხადი იხილეთ შემდეგ ბმულზე