ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-94

2016 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1

დამტკიცდეს      „ქალაქ      თბილისის      მუნიციპალიტეტის       მერიის  კულტურის  საქალაქო  სამსახურის პროგრამების განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის №6-18 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          გიორგი ალიბეგაშვილი

 

დანართი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.
  2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

 

3.  ამ  წესის  მოქმედება  არ  ვრცელდება  პროგრამების  „კულტურის  ღონისძიებები“  (კოდი:  08  05),

„კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.

 

4.  ამ  წესის  მოქმედება  არ  ვრცელდება  პროგრამების  „კულტურის  ღონისძიებები“  (კოდი:  08  05),

„კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის   მერიის   კულტურის  საქალაქო  სამსახურის   ორგანიზებით  კანონმდებლობით

 

დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.

 

  1. ამ წესის შესაბამისად,  ღონისძიებების დაფინანსების  მიზნით, გარდა ამ მუხლის  მე-6  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.

 

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამით „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) ფარგლებში გათვალისწინებულ არქეოლოგიურ კვლევებს, არქეოლოგიურ საპროექტო განაცხადებს და არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ საკითხებს (შემდგომში – არქეოლოგიური პროექტები) განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

მუხლი 2. დაფინანსების მიმღები სუბიექტები

ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან იურიდული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროექტებიც ორიენტირებული იქნება კულტურის სფეროს განვითარებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად.

 

მუხლი 3. საპროექტო განაცხადის წარდგენა

  1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს (შემდგომში – სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთვოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახური.

 

  1. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5(ხუთი) კალენდარულ დღეს.

 

  1. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

 

  1. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 40 კალენდარულ დღეზე  ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

 

  1. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის.

 

მუხლი 4. საპროექტო განაცხადის განხილვა და დაფინანსება

  1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ერთ-ერთ კომისიას, ხოლო არქეოლოგიურ პროექტებს - საბჭოს.
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი:  08  05),  „კულტურის  სფეროს  განვითარების  ხელშეწყობა“  (კოდი:  08 09) და

„ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.

 

  1. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო და ეროვნული (ჩართულია სხვა მუნიციპალიტეტები) პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსების არსებობა პროექტის ღირებულების არანაკლებ 50 %-ის ოდენობით.
  2. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება                 საპროექტო               განაცხადის                 შესაბამისობა                           ამ                             წესით                       დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.

 

 

  1. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით: ა) პროგრამის „ კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:

ა.ა ) თეატრალური ხელოვნების ინოვაციური პროექტების დანერგვის ხელშეწყობა;

 

ა.ბ)  თეატრალური  ფესტივალების  და    სხვა  თეატრალური  და  საგანმანათლებლო  ღონისძიებების ორგანიზება;

 

ა.გ ) სხვადასხვა თეატრალური დადგმების ხელშეწყობა;

 

ა.დ) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სხვადასხვა დასების მონაწილეობის ხელშეწყობა; ა.ე) საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა;

ა.ვ) ფესტივალების, კონცერტების, საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობა; ა.ზ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;

ა.თ)  სახელმწიფო, სახალხო  და  სხვა  მნიშვნელოვან ღონისძიებებთან  დაკავშირებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

 

ბ) პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) ფარგლებში: ბ.ა) კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა;

ბ.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობა;

 

ბ.გ)     ქართული       ტრადიციული        და     თანამედროვე        კულტურის       განვითარების           ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;

 

ბ.დ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ;

 

ბ.ე)    ხელოვნების    და     კულტურის      განვითარების       მხარდამჭერი       პროექტების          განხორციელების ხელშეწყობა;

 

ბ.ვ) არქეოლოგიური კვლევების, პროექტებისა და გათხრების ხელშეწყობა;

 

ბ.ზ)  კრეატიული  ინდუსტრიების  დარგების  განვითარების  მიზნით  სხვადასხვა  პროგრამებისა  და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

 

გ) პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში: გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;

გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;

 

გ.გ)  ინკლუზიური  თეატრალური  ხელოვნების  განვითარების  ხელშეწყობა,  სხვადასხვა  საპილოტე პროგრამების განხორციელება;

 

გ.დ) ინკლუზიური  თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;

 

გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინტეგრირებული სპექტაკლების განხორციელების ხელშეწყობით.

 

  1. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, კომისია/საბჭო დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე საპროექტო განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.

 

  1. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

 

  1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია/საბჭო საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.

 

  1. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

 

  1. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია/საბჭო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა კომისიის/საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

 

  1. საპროექტო განაცხადი კომისიას/საბჭოს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

  1. კომისიის/საბჭოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

 

მუხლი 5. დაფინანსების გაცემა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტით   პროგრამებისთვის   „კულტურის   ღონისძიებები“   (კოდი:   08   05),

„კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.

 

მუხლი 6. ხელშეკრულების დადება

  1. სამსახურსა და პროექტის წარმომდგენ იურიდიულ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

 

  1. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. კონტროლის განხორციელება

ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.