ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი, რომელიც 2007 წლიდან ტრადიციულად ტარდება ქ. თბილისში, წარმოადგენს მნიშვნელოვან ღონისძიებას და ეფუძნება ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას.

ფორუმის ორგანიზატორი არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ყოველწლიურად ღონისძიება უფრო პოპულარული ხდება, რაც გამოიხატება ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეთა რაოდენობის ზრდით, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს, საქმიანი კავშირების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

წლევანდელი ფორუმის მთავარ საკითხს წარმოადგენს ქალაქის მდგრადი განვითარება და ქ. თბილისის ,,გონიერ ქალაქად“ გარდაქმნის წახალისება.

ღონისძიების ჩატარების ადგილი:

სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი

შოთა რუსთაველის გამზ N29, 0108, თბილისი, საქართველო

2016 წლის 7-8 დეკემბერი

09:00 – 18:00