1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ინსპექტირების სამმართველო;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო:

გ) აპარატი:

დ) მონიტორინგის განყოფილება:

ე) ლანდშაფტურ- სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება.

 

 

  1. ინსპექტირების სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება;

ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება;

გ) მთაწმინდის რაიონული განყოფილება;

დ) გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება;

ე) ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება;

ვ) კრწანისის რაიონული განყოფილება. 

 

  1. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო შედგება შემდეგი განყოფილებისაგან:

ა) სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;

ბ) სამართალდარღვევის საქმისწარმოების განყოფილება.

 

 

  • ინსპექტირების სამმართველო - განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს ინსპექტირებას თბილისის მასშტაბით, უზრუნველყოფს სამსახურის დროულ ინფორმირებას თბილისის რაიონებში დარღვევების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას.  

 

  • ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო-ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ გათვალისწინებულ სამშენებლო დარღვევებს;  უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის  საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში ასევე ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გატარებას; კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას.

 

 

  • აპარატი- უზრუნველყოფს სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას; სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციას; სამსახურის შიდა კონტროლის განხორციელებას და სამსახურისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას.

 

  • მონიტორინგის  განყოფილება- ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს სამსახურის ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; კონტროლს უწევს თბილისის ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.

 

 

  • ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება- უზრუნველყოფს თბილისის  ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას; სამსახურის კომპეტიანციაში შემავალი დარღვევების აღმოჩენას  და შესაბამისი ზომების მიღებას.