5 სექტემბერს თბილისის მთავრობა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დღესვე დავით ნარმანიამ თბილისის რაიონულ გამგეობებს დაავალა, შეხვედრაზე წარმოადგინონ მათ რაიონში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რათა ერთობლივად გამოინახოს მათი გადაჭრის გზები.
„ყაზტრანსგაზის“ შემდეგ, 12 სექტემბერს, თბილისის მთავრობა შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში უკვე გაიმართა შეხვედრები წყალმომარაგების კომპანია „GWP“-სთან, ენერგოგამანაწილებელ კომპანია „თელასთან“ და კომპანია „სითი-პარკთან“. შეხვედრებზე თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დედაქალაქის მთავრობას გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აცნობენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა