კორონავირუსის საფრთხეებზე მოსახლეობას მუნიციპალური ინსპექცია აფრთხილებს

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, რეკომენდაციები დაიცვან და დარჩნენ სახლში.

„ძვირფასო მოქალაქეებო კორონავირუსის გავრვცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით, სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებლი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში!“ - მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

30 მარტი 2020