მეტროსადგურში „300 არაგველი“ მოძრაობა აღდგენილია
მეტროსადგურში „300 არაგველი“ მატარებლების მოძრაობა აღდგენილია და ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერეხებლად მუშაობს. მეტროსადგურში „300 არაგველი“ 50 წლამდე მამაკაცი მატარებლის ბაქნიდან გადახტა და თავი მოიკლა. ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხებული იყო.
ამ დროისთვის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეტროსადგურში „300 არაგველი“ კი მატარებლების მოძრაობა აღდგა.
04 ოქტომბერი 2014
-
თბილისის მერიის განცხადება
-
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება
-
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის განცხადება