სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 7 ოქტომბერს 182 თბილისელის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა

2014 წლის 7 ოქტომბერს  ,,სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შიდა კომისია, რომელზეც განხილული იქნა  206 მოქალაქის განცხადება. სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების შესახებ  182 მოქალაქის განცხადების (მოთხოვნილი თანხის ოდენობა 2000 ლარის ფარგლებში) დადებითად დაკმაყოფილების თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 77109,50 (სამოცდაჩვიდმეტი  ათას ასცხრა და 50 თეთრი) ლარი. დაფინანსდა პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებიდან:

  • 62 ბენეფიციარი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100001-მდე (მ.შ. 6 შშმპ);
  • 1 ბენეფიციარი - მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (3 და მეტი შვილი), რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 100001-დან 200001-მდე;
  • 10 ბენეფიციარი - მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდეული მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი და მისი ოჯახის წევრი (გარდა 6 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი);
  • 4 ბენეფიციარი - ვეტერანი, რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;
  • 108 ბენეფიციარი - მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას (მ.შ.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის/სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მქონე).
07 ოქტომბერი 2014